ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსი" საქართველოში Faber-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა
04/09/2012
 


პრესრელიზი

4 სექტემბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54

„თეგეტა მოტორსი" საქართველოში Faber-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა

„თეგეტა მოტორსი" საქართველოში Faber-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა. ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია Faber-ის იტალიური წარმოების უმაღლესი ხარისხის 12, 16, 18, 20 კუბიანი ბუნებრივი აირის ცილინდრების შეძენა „თეგეტა მოტორსის" სერვისცენტრებსა და მისი შვილობილი კომპანიის TDC Trade-ის საცალო გაყიდვების მაღაზიაში.

Faber-ის ცილინდრები გაყიდვის ქსელში აგვისტოს დასაწყისში შემოვიდა. თუმცა პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პროდუქციის დიდი ნაწილი წინასწარ გაიყიდა.

აღსანიშნავია,  რომ „ფაბერის" ცილინდრები განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევა და სხვა ბრენდებთან შედარებით მეტი ექსპლუატაციის ვადა აქვს. ცილინდრები წარმოების პროცესში 8 სხვადასხვა მეთოდით მოწმდება, რაც მის განსაკუთრებულ უსაფრთხოებას განაპირობებს.

„ფაბერი" მსოფლიო ლიდერია ბუნებრივი აირის ცილინდრების წარმოებაში. მისი ისტორია 1972 წელს დაიწყო და დღეს  ცნობილია, როგორც ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხო ბუნებრივი აირის ცილინდრების მწარმოებელი. „ფაბერის" ცილინდრები იწარმოება მკაცრი ხარისხის კონტროლის პირობებში, კერძოდ ISO 9001-ის მოთხოვნილებების მიხედვით.

Faber-ის, როგორც პრემიუმ ბრენდის შემოსვლა მეტად მნიშვნელოვანია ქართული ბაზრისთვის და ხაზს უსვამს მომხმარებლის მზადყოფნას, შეიძინოს უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

წაკითხულია: 2040